მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა:
,,ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტების მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, ძალიან ბევრი დაპატიმრებები იქნება ალბათ, იგორ ნარმანიას იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს უპირებენ დაჭერას, ნოდარ მანაგაძეს და უამრავ სხვა ადამიანს”
კომენტარები