აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს საქართველოსთან დაკავშირებყლ შეკითხვებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ უპასუხა.
“ჩვენ ძლიერ შეშფოთებული ვიყავით სწორედ იმაზე, რაც ახსენეთ, რომ ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და შეზღუდოს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს ქცევები აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობას ფუნდამენტურად უცვლის სახეს. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და ვმსჯელობთ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხო ნაბიჯებზე.” – თქვა მილერმა.
რაუფოღლუმ მილერს ჰკითხა მოსაზრება თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ის სანქციებს არ მოელის. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ გასულ დღეებში ახალი სანქციების პოლიტიკა უკვე გამოაცხადეთ, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ დაუსახელებიათ.
“ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. აქ შევჩერდები. თუმცა ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ.” – თქვა მილერმა.
მილერმა კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღმოსავლეთ ევროპაში გამართული ვიზიტების დროს საქართველოზე აღნიშნა, რომ ბლინკენმა აქამდე გამოაქვეყნა სრული განცხადება, რომელიც თბილისთან ურთიერთობის გადახედვას ეხებოდა. მილერმა ხაზი გაუსვა, რომ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომელიც ემუქრება მათ, ვინც მხარი დაუჭირა რუსული კანონის დაწინაურებას, აბსოლუტურად მოსალოდნელია.
“სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს. აქ შევჩერდები.” – დაამატა მილერმა.
„tabula“
კომენტარები