ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
,,თქვენ კი უყურადღებოდ გაატარეთ, გურამ მაჭარაშვილის ბოლო განცხადება, მაგრამ შეაგხსენებთ, რომ „ხალხის ძალა“ ერთადერთი მიზნით შეიქმნა: გაახმოვანოს ივანიშვილის ის აზრები, რომელთა თქმაც ჯერ ოლიგარქს საკუთარი პირით არ უნდა. ასე რომ ყურადღებით წაიკითხეთ, ეს ნაწყვეტი იმ განცხადებიდან და გაიგებთ, რას უპირებს ქვეყანას ივანიშვილი არჩევნების შემდეგ . აქ დეტლაურად წერია:
„ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება. სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ, თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ.
მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.
ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოსდაბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდესაღარავის გაუჩნდეს“, – წერს გურამ მაჭარაშვილი, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
(ჩათვალეთ, ივანიშვილის დაწერილია. არ გამოვრიცხავ, რომ პირადად დაწერა)”
კომენტარები