პოლიტპატიმრებთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დავის უკან პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი შიდაპარტიულ თამაშებსა და პოლიტიკურ გარიგებას ხედავს.
”2020NEWS“-თან პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა:
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ აწყობს. ეს პარტია ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიციაში მონოპოლისტია. საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, კი ეს მონოპოლია დაირღვევა და სხვა პარტიები ავანსცენაზე გამოვლიან, რაც “ნაცმოძრაობისთვის“ მიუღებელია.
“ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, საკუთარი მონოპოლიური მდგომარეობა შეიარჩუნოს და მისი შენარჩუნების მექანიზმს დღეს არსებულ მანკიერ საარჩევნო სისტემაში ხედავს. შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა“ “ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეძებს მიზეზს, როგორ ჩაშალონ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები.
შესაძლოა, “ევროპული საქართველოც“ ჩართულია ამ თამაშში. პოლიტიკურად აბსოლუტურად არაპრაგმატულია მათი რიტორიკა – რა უშლით მათ ხელს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ და პოლიტპატიმრების საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის თემად გახადონ?!
“ქართული ოცნება“ აპელირებს პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ ოპოზიცია თავად ჩაშლის მთავარ საკითხს – საკონსტიტუციო ცვლილებებს. მმართველ პარტიას ისე უნდა ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომ ოპოზიციას დაბრალდეს. მე მისი განხორციელება მინდოდა, მაგრამ ოპოზიციამ ჩაშალაო“
კომენტარები