ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას. აღნიშნული მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ მოქალაქეთა ენერგეტიკულ გაერთიანებებს და ერთობლივ ქმედებებს, რაც ადგილობრივ თემებს აძლევს საშუალებას გაერთიანდნენ, აკონტროლონ საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებები და ასევე იზრუნონ გარემოზე.
ენერგეტიკული გაერთიანებები მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ ელექტროენერგიის გენერაციის საკუთარი წყარო საკუთარი სარგებლობის მიზნით, ასევე დაზოგონ და დააგროვონ ელექტროენერგია ან/და მიაწოდონ ქსელს და საკუთარი მოთხოვნის მოქნილობა შესთავაზონ ბაზარს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელთა ჯგუფს ასევე აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაცია და მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი.
„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“- პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგეტიკულ სექტორში ერთობლივი და მოქალაქეებზე ორიენტირებული ენერგეტიკული ქმედებების მხარდაჭერა და სტიმულირება ენერგეტიკული გაერთიანებების სახით. საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა ამ ეტაპზე არ არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. საქართველოს, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ვალდებულება აქვს, უახლოეს მომავალში მოახდინოს აღნიშნული კანონმდებლობის ჰარმონიზება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, მათ შორის ვირტუალური ნეტო-აღრიცხვა.
ამჟამად აღნიშნული პროგრამა არის ერთობლივი ქმედებების ერთადერთი ინიციატივა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფს. თუმცა ევროპული რეგულაციების დანერგვა ენერგეტიკული გაერთიანებებისათვის საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში ერთობლივი ქმედებების/ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის მხარდაჭერა და პოპულარიზება, ასევე მოსახლეობის ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით აღჭურვა. ამ კუთხით, საქართველოში 2021 წლიდან მიმდინარეობს პროექტი SHAREs, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკული გაერთიანებების პრაქტიკული მაგალითების დანერგვა და ევროპული გამოცდილების გადმოტანა. ამასთან ერთად, SHAREs პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი საქათველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ – www.energy4all.ge აღნიშნულ პორტალზე განთავსებულია ტექნიკური, იურიდიული, ფინანსური, საკანონმდებლო- მარეგულირებელი ინფორმაცია, აგრეთვე გზამკვლევები და დამხმარე მასალებები, რომელიც დაეხმარება ყველა დაინტერებულ პირს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესში.
აღნიშნულ პლატფორმაზე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს უშუალოდ ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბების კონცეფციას და მიიღოს ამომწურავი პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას ექნება. საინფორმაციო პორტალზე ასევე შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირი გაეცნოს ამ მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას, დაფინანსების მოძიების სხვადასხვა გზებს და მოქალაქეებთა საკონუმიკაციო და დამხმარე მასალებს. https://energy4all.ge.
(R)
კომენტარები