ადვოკატი, მარიკა არევაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბოლო დღეებია ხშირად მომმართავენ ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ბანკების მიერ გაცხადებული შეღავათით და გადის ეს სამი თვე ისე, რომ კვლავ სამსახურებისა თუ შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილნი.ასეთ შემთხვევაში:
ან ინდივიდუალურად უნდა სცადონ კონკრეტულ ბანკთან მოლაპარაკება და დასაბუთებული წერილით მიმართონ;
– ან ისევ საერთო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული (რაც ნაკლებად მეიმედება)
სხვა შემთხვევაში დაიწყება დავები და სერიოზული პრობლემები …
რიტორიკული კითხვა მაქვს, რა უნდა ქნას ამ ხალხმა ? აი მართლა რომ გაუჩერდათ ყველაფერი და შემოსავალი აღარ აქვთ ამ კორონას გამო ???”
კომენტარები