ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე, ვრცელდება პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება:
“8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა.
ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე.
ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.”
Joint Statement by the Facilitators of the Political Dialogue
The March 8 agreement was a historic achievement by the political forces of Georgia, intended to depolarize Georgia’s political system and create a better environment for the October parliamentary elections following the failure of promised constitutional amendments to move to fully proportional parliamentary elections in 2020. As facilitators to the dialogue, we assisted in creating a forum to build trust and allow for participants to make difficult compromises. It is not our role to make the content of those discussions public or to interpret the agreement. The resulting agreement is well-known to the public. It was welcomed by Georgians and the international community alike. We note that this agreement is composed of two parts — one focused on the election system and the other on addressing the appearance of political interference in the judicial system. We call upon all sides to uphold the letter and spirit of both parts of the agreement with a view to its successful implementation.
კომენტარები