29 წლის ბიჭის, თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, კიდევ ერთ წერილს წერს სოციალურ ქსელში:
“ხვალ მერაბ კობიაშვილის საქმეზე დაზარალებულის ადვოკატი მართავს პრეს კონფერენციას.
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები- დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ აჩვენებს იმ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ასახავს გარდაცვლილისთვის სასიკვდილო დაზიანების მიყენების მომენტს.
ამ ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ დაჭრილ (და სასტიკად ნაცემ) კობიაშვილს რამდენიმე პირი (მათ შორის დაზარალებული) წააქცევს, ცდილობს იარაღის წართმევას და უმძიმეს დარტყმებს აყენებს.
ესაა მთავარი ჩანაწერი, რომლის ანალიზითაც უნდა დადგეს საქმეზე სწორი განაჩენი. სწორედ ამ ჩანაწერს დააიგნორებს, რათა საზოგადოებას დაუმალოს სიმართლე.
პრეს კონფერენციაზე შეიძლება დამალოს პირმა მთავარი მტკიცებულება, მაგრამ სასამართლოში არაფერი დაიმალება”
კომენტარები