წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია, სოციალურ ქსელში, წერს:
სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს.ტელეეთერიდან გავიგეთ, რომ თქვენ და თქვენს შვილს გირეკავენო.კიდევ კარგი თბილისიდან ვიღაც, რომ დაინტერესდა.ისე, ისე გაუფასურდა ყველაფერი, მერე რა რომ გვირეკავენ ხო,. და ,”აბა, როგორ გინდა თუ პილიტიკაში ხარ” და “თუ გეშინია ბლინები აცხვე სახლში” ხო?…ცდებით მეგობრებო; პოლიტიკური უზნეობაა ამის დაგეგმვა(1) და მით უფრო უხერხულია ამის არ შემჩნევა(2).სულ ეს იყო. თორემ ჩემს შვილს მე ავუხსენი რატომ გვირეკავენ, აი, რატომ სხვები არ დაინტერესდნენ ჩვენი ბედით აი, ეს კი ვერც ავხსენი. ჩემთვისაც კი.
თამარ ბელქანიას პოსტს, კომენტარით, ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და წერს:
შვილს უთხარით რომ სხვა თუ არა პრეზიდენტი დაინტერესდა.
ცნობისთვის, უკვე არაერთი დღეა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგნი არიან ურეკავენ და ემუქრებიან.
კომენტარები