პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, სოციალური ქსელით, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს და წერს:
ინგა, ძვირფასო, მადლობა გუშინ ხსენებისთვის ორ კაც პოლიტიკოსთან, უბრალოდ წლებია ჩვევაში შემოვიდა რომ ჩემზე და ჩემს მაგივრად მამაკაცი პოლიტიკოსები საუბრობენ მუდამ. წინა არჩევნებზე საერთოდ დებატებში არ უნდოდათ ჩემი მიწვევა. მე წლებია ეთერში არ ვყოფილვარ შენთან, მიუხედავად იმისა რომ მგონი ლესოტოს პრეზიდენტიც გყავდა, ქალი რომ უხილავია და მის მაგივრად კაცები საუბრობენ, ეს დიდი პრობლემაა საქართველოში. ქალებისთვის ჯობია ჩემ თავზე მე თვითონ ვისაუბრო და ქალის მაგივრად საუბარს კაცები გადავაჩვიოთ პირიქით. მივეხმაროთ ქალებს, გვქონდეს ჩვენი ხმა
ინგა გრიგოლია:
ანა, იმდენჯერ მოგიწვიე და არ გეცალა, ძაან უსამართლოდ მეჩვენება ეს ,,წლებია შენს ეთერში არ ვყოფილვარ,
ანა დოლიძე:
ინგა მადლობა, ჯგუფში ბევრჯერ ვყოფილვარ, მიჩხუბია, თუმცა პირისპირ არ ვყოფილვარ წლებია. ეს ფაქტია. შენ გაქვს თავისუფლება ვინც გინდა ის მოიწვიო, თუმცა როცა ჩემზე პირისპირ საუბრობენ კოლეგა მამაკაცი პოლიტიკოსები და მე ეს საშუალება არ მექმნება წლებია, ეს გენდერულ სტერეოტიპს უწყობს ხელს. ირაკლი და ნიკა იხილავენ ანა დოლიძეს და ხალხს ექმნება შთაბეჭდილება რომვდუმვარ. რომ ვიცი რომ როგორც ქალების ქომაგს, ეს შენ გადარდებს და მაგიტომ ვამბობ. შარშან აქცია მქონდა “დამინახე” ერქვა, ქალების გაქრობაზე საჯარო სივრციდან და ეგ ამბავია.
ინგა გრიგოლია:
ანა, ყველაფერზე მივიღებ ბრალდებას, საჯარო სივრციდან ქალების გაქრობის გარდა, თუმცა თუ ასე ფიქრობ, აზრს ალბათ ვერ შეგაცვლევინებ. წარმატებები
ანა დოლიძე:
ინგა, ვფიქრობ უნდა შეგვეძლოს დემოკრატიული დისკუსიის პირობებში განვასხვავოთ “საფრთხე” (რაც მე ვთქვი) და ბრალდება. ორი სხვადასხვა რამეა: mansplainingი გავრცელებული ფენომენია და მას ხელს ნუ შევწყობთ თქო: როდესაც ქალის სათქმელს კაცები ამბობენ. დადგენილი ფენომენია. 30 წელია მიცნობ და ისიც იცი რომ ბრალდებები არ მიჭირს. ჩემი პროფესიაა ეგ ნათლად საფრთხეებზე ვსაუბრობ სტერეოტიპების განმტკიცების და უნდა მქონდეს ამ უკუკავშირის უფლება ვფიქრობ.
კომენტარები