ენმ-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“საქართველოში სტუმრად მყოფმა არაბმა შეიხმა მიშას თხოვა გულწრფელად ეთქვა რა საჩუქარს ისურვებდა დაბადების დღეს.
მიშამ პალმებიო, უთხრა.
არაბი სტუმარი ყველაფერს წარმოიდგენდა პალმების გარდა, მაგრამ ქუთაისის მთავარ მაგისტრალზე და ბათუმის შესასვლელიდან ბულვარის მთელ გაყოლებაზე პალმების ხეივანს რომ ხედავთ, ეგ მიშას დაბადების დღის საჩუქარია.
მაშინ დამწყებმა ქოცებმა მთელი წელი წერეს და ილაპარაკეს, ილაპარაკეს და წერეს-ქუთაისში პალმას რა უნდაო?!..
იმის დარგული რომ არ გინდოდათ, ეს გავიგე, მაგრამ ამის გადათხრილ საქართველოს როგორ უძლებთ, ეს შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ?”
კომენტარები