დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს აღინიშნება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე.
ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.
სწორედ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10 საათზე დაიწყება. ერთი წლის წინ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ გამოაცხადა.
კომენტარები