საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, დღეს ჩარტერული რეისი ლონდონი-თბილისის მიმართულებით შესრულდება. ამ რეისით საქართველოში 120-მდე ადამიანი ჩამოვა, მათ შორის სტუდენტები, ხანდაზმულები, განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოქალაქეები და ტრანზიტული მგზავრები.
აღსანიშნავია, რომ რეისზე ბორტის სამგზავრო ადგილები სრულად არ აუთვისებიათ, რაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობის კლების დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია ასევე შემდეგი რეისები: 15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.
კომენტარები