გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კოვიდ-ცენტრებში ამჟამად მყოფი პაციენტების რიცხვს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა შემოგვემატა, გახდა 639. გამოჯანმრთელებული 317 იყო, 32 დაემატა და არის 349.
პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.
კომენტარები