გამოცემა თაიმერის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, სადაც რამდენიმე თვეა პროტესტის კერაა, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
როგორც ნედია წერს, “კანიონ 350” მიერ მიგზავნილმა პირებმა ჯერ სოფლის ორი მკვიდრი დაჭრეს, შემდეგ კი კარავში შეირაღებულები შეიჭრნენ.
აქტივისტი გიგა ბექაური აცხადებს, რომ კარავში სანადირო თოფით და დანებით შევიდნენ.
როგორც ადგილობრივები ადგილიდან იუწყებიან, ერთ-ერთ პირს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული და ქუთაისში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.
უკვე 1 წელია მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.
ვიდეო – თაიმერი:
კომენტარები