სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სასწავლო პროცესი პრაქტიკულად შეჩერდა ყველა დაწესებულებაში, ალბათ დამეთანხმებით, რომ ონლაინ სწავლება არის ფორმალობა და მეტი არაფერი! 600000 ადამიანმა სამსახური დაკარგა და შიმშილის პირასაა, სახლში გამოგვამწყვრიეს და უხილავი ბორკილი შეგვაბეს თითქოს პრობაციონერები ვიყოთ! ხო და აი დარდი თუ გადაიდო არჩევნები 2-3 თვით ან თუნდაც 4-5-ით! ისეთი აღტკინებული ელოდებით და მოითხოვთ არჩევნებს და მსჯელობთ საარჩევნო წესებზე გეგონებათ რამის თავი გქონდეთ! ერთი კაპიკი არ გაგიგდიათ არცერთ პარტიას მოსახლეობის დასახმარებლად, იმ მრავალ ასი ათასიან თუ რამოდენიმე მილიონიან საბიუჯეტო დაფინანსებიდან, რომელიც გაურკვეველი მიზეზით გერიცხებათ ყოველ წელს… სირცხვილი! რა არჩევნები? რის არჩევნები? რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მთავრობაში? ხალხი თქვენ არ გადარდებთ და ასეც გიქნიათ ხრამში გადამხტარხართ!”
კომენტარები