პრემიერ, გიორგი გახარიას ბრიფინგი:
“არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს პოსტკრიზისული გეგმა – “ზრუნვა სოფელზე, ზრუნვა ფერმერზე”
თითოეული ფერმერი, რომელიც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას 200 ლარის ოდენობით.
ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ საწვავს, საბაზრო ფასზე ერთი ლარით ნაკლებ ფასად.
ფერმერებს შეუძლიათ 20 მაისიდან მიმართონ სოფლის მეურნეობას – და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა იწყება მიწების დამუშავება.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ფერმერთა იმ ნაწილზეც, რომლებსაც არ გადაახდევინებენ წყლის გადასახადს.
ასევე, სახელმწიფო, პრემიერის თქმით, დაეხმარება იმ ფერმერებსაც, რომლებსაც უნდათ სათბურის გაკეთება, აქვთ ჩასატარებელი სამელიორაციო სამუშაოები და თქვა, რომ მათ პირდაპირ დაეხმარებიან თანხით, გრანტის სახით და ეს დახმარება იქნება, ხარჯების 50 პროცენტი.
ასევე, ვისაც მიწა არა აქვს დარეგისტრირებული, წლის ბოლომდე თუ მოახერხებს დარეგისტრირებას, რაღაც ტიპის დახმარებები მათაც შეეხებათ.
ეს პროგრამა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფერმერს და გათვლილია ამისათვის 300 მილიონი ლარი.
კომენტარები