გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ჯგუფ დაიტოვეს პროექტში – ისაუბრე, ოპოზიციის ერთიანობაზე აცხადებს:
„ჩვენი პოზიციაა, სანამ რამეს გავერკვევით და იმას თუ ყველა ხვდება, რომ გაერთიანებები რაღაცა ფორმით ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ასეთი ტიპის დასაბუთებით, რომ “ჩემი აზრით ორი პარტია უნდა იყოს” ან “ერთი დიდი პარტია უნდა იყოს”. ამას რაღას ტიპის არგუმენტაცია უნდა მოყვებოდეს.
ეს არგუმენტაცია როგორ შეიძლება შევიძინოთ გზადაგზა? გაიხსნას დისკუსიები და მართლა დავიწყოთ ლაპარაკი თუ როგორი ქვეყანა გვინდა. ერთი წელია, ვიძახით – მოდი, დავჯდეთ, იქნება რამე მოვიფიქროთ, ქოცების მერე როგორი ქვეყანა გვინდა? მართლა კობახიძის კონსტიტუციით ხომ არ ვიცხოვრებთ? ქოცები არ იქნებიან და გავაგრძელებთ კობახიძის კონსტიტუციით ცხოვრებას?
ამიტომ მგონია, რომ პირველი, მართლა უნდა დავჯდეთ, ჩვენი რესურსები, ასე თუ ისე, განსაკუთრებით ლაპარაკის ნაწილში გავაერთიანოთ და ამ ზუმში კი არ უნდა ვწვალობდეთ, კაცო, აგერ მედიამენეჯერები ზიან, ხალხის ზის, ვისაც ტელევიზიები აქვს, გამოცდილება აქვს, იცის, როგორ უნდა იმუშაოს და მოდი, ეს გავაშეაროთ და ესე დავიწყოთ საუბარი, ეს იყოს პირველი.“
კომენტარები