4 წლის გოგონამ დედა სიკვდილს გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
32 წლის ქეითი შვილთან თამაშობდა, როდესაც ის მოულოდნელად ცუდად გახდა. ქეთის ასთმის მწვავე შეტევა დაეწყო. მან თავის 4 წლის შვილს უთხრა – „დედას დახმარება სჭირდებოდა“.
პატარა გოგონამ სასწრაფოდ 999-ზე დარეკა და დახმარება მოითხოვა -„დედას სუნთქვა უჭირს“.
ექიმები გოგონასთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. ის მშვიდად დახვდა სასწრაფო დახმარების ექიმებს. 4 წლის ბავშვის კვალობაზე საოცრად მშვიდი იყო.
როდესად ექიმები მოვიდნენ ქეითს უკვე ასთმის მეორე შეტევა ჰქონდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ეს იყო ყველაზე მწვავე ასთმის შეტევა, რაც კი აქამდე მქონია.
როდესაც საავადმყოფოდან სახლში დავბრუნდი, ჩემმა გოგონამ მკითხა – დედა პრობლემა ხო არ შემექმნება?
მუდმივად ვეუბნებოდი, რომ ფრთიხლად უნდა ყოფილიყო და გასართობად ან თამაშისთვის 999-ზე არ უნდა დაერეკა.
ამიტომ ნერვიულობდა.
თუმცა, ავუხსენი, რომ გადაუდებელ და სასწრაფო შემთხვევაში დარეკვა აუცილებელი იყო და სწორად მოიქცა“
კომენტარები