ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი სამოქალაქო აქტივისტის, ბექა პაპაშვილის მიერ ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიასთვის “რუსი მონას” დაძახების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა:
“რეალობა ის არის, რომ [სიძულვილის ენას] ერთი მხრიდან, რასაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, აქვს გეგმაზომიერი კამპანიური ხასიათი, რომელიც გარკვეულ სახელმძღვანელოებს ექვემდებარება, რომლის განვითარება სახელმძღვანელოების მიხედვით განხორციელდება. იქ პროვოცირება ფიზიკური შეჯახების, იქ ადამიანის ისეთი გინება, ისეთი უშვერი სიტყვებით გინება, რომელსაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს, რასაკვირველია, ძალიან ცუდია ორივე მხრიდან, ამის გაკეთება უნდა დაიგმოს, მაგრამ არავის არ ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რასაც გეგმაზომიერი ხასიათი აქვს და რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ”. – თქვა ვოლსკიმ გამოცემა ინტერპრესნიუსის ცნობით.
ბექა პაპაშვილს, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას “რუსი მონა” დაუძახა, 3 ადამიანი დაესხა თავს. პაპაშვილის თქმით, მას ზურგისა და თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული.
აქტივისტს, რომელმაც ბექა ოდიშარიას მონა და რუსი ეძახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ
კომენტარები