შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ოფიციალურ გახსნამდე, საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. როგორც X-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოლაპარაკებისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ინფორმაცია მიაწოდა ქართულ ქარტიაზე, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მოაწერა ხელი.
კომენტარები