გავრცელებულ ინფორომაციას, წინასაარჩევნიდ “ლელოსა” და გახარიას გუნდის ერთობის შექმნაზე, ,,ლელოში” კატეგორიულად უარყოფენ. ირაკლი კუპრაძე ამბობს:.
ეს ყველაფერი ჰგავს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას გიორგი გახარიას მხრიდან. ცალსახად და მკაფიო შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც წარსულშ არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაცია და კომუნიკაცია გახარიას გუნდთან, არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება. საზოგადოებაშიც და „ლელოშიც“ არსებობს შეკითხვები გიორგი გახარიას გუნდის მიმარფთ წარსულთან დაკავშირეით, თუმცა არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ „ლელოს“ აქვს მორატორიუმი გამოცხადებული თავდაუსხმებლობის შესახებ, რომ უსაგნო კრიტიკა არ მიმდინარეობეს ოპოზიციურ პარტიებს შორის, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პარტია “საქართელოსთვის”-ში კი ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ყველასთან, გარდა ენმ-სა და “ქართული ოცნებისა”. ბექა ლილუაშვილის თქმით, სხვა დანარჩენისთვის მათი კარი ღიაა და შემოვლენ თუ არა ამ კარფში უკვე პარტიების გადასაწყვეტია.
მნიშვნელოვანია, ჩვენი საარჩევნო მიზანიც რაც არის, რომ ნაცებმა და ქოცებმა 50% არ გადალახონ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ამისთვის „ლელოც“ უნდა გაძლიერდეს როგორც პარტია, რომ მომავალ პარლამენტში შევიდეს და ხმები არ დაიკარგოს. ჩვენ წითელი ხაზები გავლებული გვაქვს. ვთქვით, რომ ენმ და „ქართული ოცნება“ არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, სხვა დანარჩენი პარტიებისთვის ჩვენი კარი ღიაა და მათ უნად ჰკითხოთ ახლა ამ ღია კარში უნდათ თუ არ უნადთ შემოსვლა, – ამბობს ლილუაშვილი.
,,ტვპირველი”
კომენტარები