ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power–ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მესამე პირის მიერ წყალსადენის მილებზე დაყრილმა მიწამ გამოიწვია, თურმე, წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება, მოქალაქეები ეხმაურებიან და კომპანიისგანაც და თბილისის მერიისგანაც პასუხს ითხოვენ, თუ მართლაც ესაა მიზეზი, როგორ ვერ შეამჩნიეს აქამდე, ან კამერებით კონტროლი არ არსებობს, ან ზედამხედველობის სამსახური, ან ყარაული მაინც არ ჰყავთ?
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კომპანიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მუშაობა რთულია, მაინც მოახერხეს და დაადგინეს მიზეზი მილსადენების დაზიანების, თუმცა, კომპანია არ აკონკრეტებს, მოიწვიეს და ჩატარდა, თუ არა, ალტერნატიული ექსპერტიზა, და თუ ჩატარდა მსგავსი ექსპერტიზა, ჩატარდა, თუ არა, დაუყოვნებლივ, თუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯერ კომპანიის თანამშრომლები იყვნენ ადგილზე?
თუ არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს და ვინ დაადგინა, რომ კონკრეტულად, მესამე პირის მიერ მიწის დაყრამ დააზიანა მილების გადაბმის ადგილები და ნამდვილად სათანადოდ იყო გადაბმული თავდაპირველად?
მოქალაქეების კომენტარები:
ანუ, ამხელა კომპანია,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობით, აცხადებს,რომ არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ გვქონდა, არანაირ მონიტორინგს არ ვახორციელებდით, ხელოვნური მთა დაადგეს წყლის მილებს და ეს ყველაფერი მესამე პირების ბრალიაო. თითქოს ინდულგენციაა ეს ყველაფერი მათთვის, თითქოს იმის ბრალი არ იყოს, რომ ჯივიპი ჩაფლულია კორუფციაში და არ ახორციელებს არანაირ მონიტორინგს წყლის მილებზე. მით უმეტეს, ეს ამხელა მიწის მასა 1 დღეში ვერ მოგროვდებოდა იქ და დროში განგრძობადი პროცესი იყო, იმის მანიშნებელია,რომ ათასში ერთხელაც არ ატარებენ მონიტორინგს. შედეგად, 40 გრადუსადმე სიცხეში, ხალხი არის წყლის გარეშე. არც სახელმწიფო კონტროლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებზე და არც მონიტორინგი იმაზე, თუ ვინ სად ყრის ნაგავს და სად უქმნის საფრთხეს ამა თუ იმ სტრატეგიულ ობიექტებს. უკარგესი ქვეყანაა.
Kakha Kaladze კახა კალაძე, ანუ ეს მესამე პირი ვინ იყო ამაზე გაქვთ რამე ინფორმაცია?? ან მეორე დღე რო დამთავრდება დღეს უწყლოდ და 40 გარდუსი სიცხე რომ არის გარეთ ამაზე ვინმე გვცემს პასუხს? მაღაზიაში რომ წყალს ვყიდულობთ გიჟივით და ეგეც აღარ არის წესიერად მაგაზე ვის მივადგეთ ეგეც გვითხარით და ვსო!. მე რომ გადამეყარა რამე ხო ეგრევე დამადგებოდით? ფაქტიურად ვიღაცამ ახალი მთა დაადგა მაგისტრალურ ქსელს და ახლა არკვევს ჯივიპი რა უნდა ქნან და ჩვენ გაგებით მოვეკიდოთ უწლობას ხო სწორად მესმის ყველაფერი ხო არ ვაბუქებ რამეს?
საკუთარ ეზოში რომ გაფაჩუნდე, მაშინვე თავზე დაგადგებიან და დროთა განმავლობაში თუ დანაშაული ხდებოდა რატომ წაუყრუეთ, რა ინტერესით?
პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაკისრება ვისგან ისწავლეთ? ამხელა კომპანია ხართ და სირცხვილია! რამდენი საუკუნე უნდა დაყარონ მიწა რო ფერდობი წარმოიშვას ? როდის შეამოწმეთ ბოლოს?
მესამე პირები ისევ თქვენიანები არიან აბა არც მე და არც ბონდო ვერ დაყრიდა იქ მიწებს … აქედან გამომდინარე ამ თვეში გადასახადი უნდა გაანულოთ რადგან წყალი სრულყოფილად და არც ხარისხიანად არ მიეწოდება …! და დამნაშაავებს მოიძიეთ თქვენს წრეებში თუ ისევ ნაცების ბრალია ეს?
ბატონმა კახიმ ჩაიცვა ბოტები უკვე? თუ მილანშია თმების შესაჭრელად, რატომ არაფერი ეხება ჩვენ რეიტინგულ მერს, ვინმე აგებინებს პასუხს იმაზე რაც თბილსს დამართა?
3 ზე მოვიდა შეტყობინება და გადაიკეტა უკვე წყალი ვაკეში და სავარაუდოდ საბურთალოზე სრულად! მაინტერესებს თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ მანდ კომპანიაში? ამ განცხადებას რომ დებთ და მესამე პირები უკანონო ქმედებას რომ ახორციელებდნენ დროთა განმავლობაში , თქვენი მონიტორინგის სამსახური სად იყო!!!!!!!!! მაღალი ხელფასების დანიშვნა ტოპ მენეჯმენტისთვის არ გავიწყდებათ კომპანიაში და ასეთ სტრატეგიულ ადგილს უკონტროლოდ რა უფლებით ტოვებთ! გამოუშვით საღამოს ცოტა ხნით ისევ წყალი როგორც ეს დილას მოხდა, პატიოსანი გადამხდელები შევავსებთ რეზერვებს.
ეს კერძო კანტორა სად იყო, რას მიკეთებდა, მაგათ კუთვნილ წყალსადენს ვიღაც ვირიშვილი მიწას რომ აყრიდა? ამხელა მასა 1 დღეში და 2 დღეში არ დაეყრებოდა ზედ, მინიმუმ რამდენიმე თვე იყრებოდა. ჰოდა, 2 თვეში ერთხელ მაინც რომ შეემოწმებინა კერძო კომპანიას თავისივე კუთვნილი მაგისტრალის მდგომარეობა, დღეს ამ ტრაკში არ ვიქნებოდით. გარემოს ზედამხედველობის სამსახურის ბრალიცაა, ვიღაც სირბანჯოები სადაც უნდა ნაგავს რომ ყრიან, მაგრამ ჯვიპის ბრალიცაა გულგრილობა: ქალაქის უზარმაზარი არტერიაა, და 1 კამერა გაიმეტეთ როგორმე ან თვეში ერთხელ 1 კაცი ყარაული ჩამოატარეთ, ვინიცობა რას ნახავს, როგორაა საქმეები!
ათასი უსაქმური რო გყავთ შეყრილი ხელფასებს იღებდნენ და არ ამოწმებდნენ როგორც ჩანს და ეხლა მუშებმა უნდა ჩაიგდონ თავი საფრთხეში :@@@@@@ ის ვიღაც მესამე პირი რო იდიოტია ანუ ვიღაც იდიოტის გამო მთელ თბილისს წყალი არ უნდა გვქონდეს და ესეიგი მარტო იმ მესამე პირის იდიოტიზმის ბრალია და არა მანდ მომუშავე ზემდგომების :@@@@@@@
აუ ესენი ვიდეოებით ისე გვაცოდებენ თავს მე მგონი 2 კვირა არ გვექნება წყალი
ბოლოს ალბათ ვინმე “გელას” იპოვით და ყველაფერს იმას დააბრალებთ.
სანამ თავზე არ ჩამოგექცათ მანამდე ყურადღება არ მიაქციეთ, დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი -როგორც თავად წერთ – 1 დღეში არ გაჩნდებოდა…. ან თანამშრომლებს რას ერჩით ასეთ სარისკო სამუშაოზე რომ აგზავნით , ან ხალხს ვინც არ ვიცით წყალი როდის მოვა …. ან თუ მოვა???? პასუხისმგებლობა არასოდეს გაგაჩნდათ …..
რა სმს ბსაც გვიგზავნით ეგ გრაფიკი მაინც დაიცავით სიზუსტით, თუ რა ვაქნათ 24 სთ ონკანს ვუყუროთ როდის წამოგივლით თავში და გამოუშვებთ წყალს, მაგ: დღეს დილით უნდა ყოფილიყო 07:30-10:30-ის ფარგელბში, ნაცვლად ამისა იყო 06:00-09:00 -მდე..არაპროფესიონალიზმის პიკი და კიდევ უარესები “ფსკერი” ხართ..არასოდეს დამიწერია მსგავი აგრესიით კომენტარი არსად და არც მიმიმართავს არავისთვის მსგავსად, ზღვარგადასულობაც აღარაა ეს, ეს არის დედამიწის უკუდეგანოდ ყველაზე ღმა წერტილამდე დაყვანილი თქვენი პროფესიონალიზმის დონე
ხეს ვერ მოჭრი საკუთარ ეზოში უნებართვოდ და კედელზე კონდიციონერის აგრეგატს ვერ დაკიდებ, ჯარიმებით სული რომ არ ამოგართვან და წყლის სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალზე ვინ რას დაყრის თუ დააშენებს, სახელმწიფოს და კომპანიასაც პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ, იმიტომაც ვართ იქ,სადაც ვართ
ამხელა მიწის მასას რომ აყრიდა ვიღაც შაშაკოლა ქალაქის მასიცოცხლებელ მაგისტრალურ წყალსადენს, თქვენი კომპანია სად იყო? მაგისტრალური წყალსადენის მდგომარეობას რატომ არავინ ამონიტორებდა? ქალაქის არტერიაა ბოლო-ბოლო და, ესეიგი, არც კამერები ეყენა, არც არავინ ამოწმებდა რა და როგორ. კვირაში ერთხელ ვასილა-ყარაული ჩამოგეტარებინათ მაინც იმ ადგილას და გაცხადდებოდა ყველაფერი.
მოკლედ – საღორე, სა-ღო-რე! ყველგან ასეთი პოხუიზმი როგორაა! ეგ კერძო პირი, ვინც ამ მიწას ყრიდა წყალსადენზე, უნდა დაიჭირო და ვედროთი ცხელი ტრაწი დაალევინო. ჯივიპის კი, გულგრილი დამოკიდებულების გამო, სოლიდური ჯარიმა უნდა მიარჭოს მთავრობამ.
ნუ და მთავარი შეკითხვა: შემოვლითი ქსელის მოწყობას (რომელიც მილიონჯერ უნდა გაგეკეთებინათ აქამდე!!!) რამდენი დრო დასჭირდება? ანუ, რამდენი დღე/კვირა/თვე ვიქნებით, დიდი ალბათობით, წყლის გრაფიკით მოწოდებაზე?!
არის რამე სიახლე? თუ მესამე პირს ეცოდინება ესეც
გლობალური ომის პარტიის გაკეთებულს გავს
წვიმა როდისაა გამოცხადებული ეგ მაინც გვითხარით აღდგენის დროს თუ ვერ ამბობთ
კომენტარები