საიას ინფორმაციით, სამეგრელოში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულ პირს 10-წლიანი პატიმრობა
შეეფარდა:
,,საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა არასრულწლოვნის ინტერესებს, რომელზეც მისმა ოჯახის წევრმა იძალადა. საქმის გარემოებების თანახმად, მსჯავრდებულმა არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები.
ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბრალდებული სამივე ქმედებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. განაჩენი ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო, ასევე – საკასაციო სასამართლოების მიერ”
კომენტარები