“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ესპანეთში უკვე რესტორნებიც გახსნეს. ქვეყანა ჩვეულ რიტმს უბრუნდება..მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია დაჟინებით მოგვიწოდებს რომ პირბადეების გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ ინფიცირებულთათვის და მედპერსონალისათვის, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს ვნებს.ამ დროს საქართველოში მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების მიერ ჯიუტად გრძელდება ხალხის ტერორი და აზრს მოკლებული შეზღუდვები ბიზნესთან, პირბადეებთან და ავტომობილებით გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ეკონომიკა დიდი სისწრაფით ეშვება ფსკერისკენ, ხოლო ანტიკრიზისული გეგმა საპნის ბუშტივით გასკდა, როგორც ვვარაუდობდი.
მადლობა ღმერთს არ გამართლდა იმნაძის მუქარა კუბოების მთებთან დაკავშირებით, მცდარი აღმოჩნდა მითი ჩვენი მედიკოსების პროფესიონალიზმის შესახებ.
ახლა უკვე ცალსახაა რომ კორონას მომიზეზებით მთავრობა ხელოვნურად ქმნის პანიკას და ამ ვითარებას წინასაარჩევნო ტრიუკად იყენებს. ახალი მილიარდობით ვალების გასტუმრება ისევ ჩვენ მოგვიწევს, რიგით მოქალაქეებს, ხოლო თავად მოიწყვეს კომფორტი ჩვენს ხარჯზე.
ეს ყოველივე არის შეხმატკბილებული და მიზანმიმართული დივერსია ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს პრემიერი და მთავრობა მთელი შემადგენლობით, უნდა დატოვონ თანამდებობები ჯანდაცვის უწყების შეფებმა, მათ პასუხი უნდა აგონ მინიმუმ არაკომპეტენტურობის, მაქსიმუმ ხალხის მიმართ ჩადენილი და ჯერაც დაუსრულებელი დანაშაულის გამო! მორჩა კინო!”
კომენტარები