62 490 ევროს ღირებულების საათის სკანდალი – თბილისის მერი პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს:
მიხარია, რომ ცნობილ კომპანია “DiW”-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში.
ცნობისთვის, კახა კალაძემ როლექსს 62 490 ევრო ღირებულების საათი დაუკვეთა, რომელიც მისი ცხოვრების გზას უნდა ასახავდეს.
კონცეპტუალური საწარმო Designa Individual თავის ვებ გვერდზე წერს:
“კახამ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ამავე დროს მან საათის მთავარ ფერად წითელი აირჩია. როგორც ერთგვარი კავშირი მისი ქვეყნის დროშასთან, საქართველოსთან და ასევე მილანის საფეხბურთო გუნდის საშინაო ფერებთან.
მდიდრული წითელი ფერი, რომელიც შერწყმულია თეთრ ზოლებთან ქმნის გასაოცარ ვიზუალს.
ციფერბლატის წითელ ფონზე გამოსახულია სახელწოდება “KALA“. ეს არის ფერების ძალიან ცოცხალი კომბინაცია, რომელიც მოგვაგონებს საქართველოს დროშას.
მიუხედავად იმისა, რომ საათის გარეგანი მხარე მთლიანად მორგებულია მოთხოვნებს, საათის შიდა მექანიზმი Rolex 4130-ის არის. ეს არის მექანიზმი 72-საათიანი ენერგიის რეზერვით ავტომატურად მოძრავი პარაქრომის ზამბარით და პარაფლექსური დარტყმის წინააღმდეგობის სისტემით.”
კომენტარები