არასამთავრობო ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ფოტოს წარწერით – “მავნებელი” და წერს:
“გააზიარეთ!
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს ნაცვლად იმისა, რომ მაღაყელიანი ჩექმები ჩაეცვა და მიწებს ხვნა–თესვის სამუშაოებს ზედამხედველობდეს და გეგმავდეს სად რა კულტურა დაითესოს და სად რამდენი მოსავალი უნდა მიიღოს ქვეყანამ, ახლახანს ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის ასაშენებლად, 1 მილიონ 665 ათასი ლარის ტენდერი გამოაცხადა. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ 2020 წლის 23 მარტს გასცა!
ლევან დავითაშვილმა როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა შარშან 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას გზშ–ს (გარემოს ზემოქმედების შეფასების) გარეშე ბათუმში, ქალაქის შესავლელში ქიმიური ტერმინალის მშენებლობაზე! მიმდინარე წლის 17 მარტს კი გამოსცა ბრძანება, რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვაზე.
ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა უკვე დადასტურებულია; ხალხს მოუწოდებენ, რომ სახლში დარჩნენ; მოსახლეობა მასობრივად იმარაგებს სურსათსა და მედიკამენტებს; მაღაზიებსა და აფთიაქებში პროდუქციის დეფიციტია, 4 დღეში კი მთავრობა მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ადამიანების შეკრებას კრძალავს!
ლევან დავითაშვილმა 18 თებერვალს ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, ციტატა: “გადაჭარბებულია ხოლმე საუბარი იმაზე დავუშვათ, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ უამრავი მარცვლეული პროდუქტი და ა.შ. ჩვენი საკმარისი პური… ხორბალი რატომ შემოდის საიდანღაც და მსგავსი მითები…”
2020 წლის 8 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება №225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტი აღარ კონტროლდება! ანუ ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვა მოიხსნა! ვინაიდან, ადგილობრივი მწარმოებლები ხორცში წყლის შეყვანის მეთოდს არ იყენებენ, შესაბამისად, ისინი ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანები იმპორტულ პროდუქციასთან და ამან შესაძლოა ადგილობრივი წარმოებები გააჩეროს! ხელისუფლება სიტყვით მხარს უჭერს ქართული წარმოების განვითარებას, საქმით კი ადგილობრივ წარმოებას კლავენ!
შეგახსენებთ იმასაც, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%. ეს არის მავნებლობა, მერე ვინ შემოტანოს გაყინული ქათმის იმპორტული პრდუქცია, ბიზნესი ხომ ჩაუვარდებათ! ახლა გეკითხებით ეს მავნებელი უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე?”
კომენტარები