ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩვენი მთავარი მოკავშირეების – აშშ-ს და ევროკავშირის განცხადების სამი მთავარი გზავნილი:
დოკუმენტის სტატუსი – ორი მთავარი დიპლომატიური წარმომადგენლობის საერთო განცხადება (joint statement), ანუ უმაღლესი დიპლომატიური ძალის დოკუმენტი;
მთავრობის უპრეცედენტო არაკომპეტენტურობა და თავხედობა – “ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას” (როგორ ბედავთ და გვთხოვთ (ა) დახურული პროცესის გასაჯაროებას და (ბ) გვაკისრებთ განმარტების ვალდებულებას)
საქართველოს ყავს პოლიტპატიმრები – “შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს” (მეორე ნაწილში მოცემული ვორდინგი დიპლომატიურ ენაზე გაცილებით უფრო სწორხაზოვანია და პირდაპირ უდრის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას).
კომენტარები