თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქეების წყლის მიწოდების შეწყვეტას აპროტესტებენ:
წიწამურთან, იმ ადგილს სადაც წყალსადენი გადის და ეხლა ავარიაა, 2018 წლიდან აყრიდა ვიღაცა სამშენებლო ნაგავს. გუგლ მეფში და საჯარო რეესტრის სატელიტურ რუკაზე კარგად ჩანს, რომ 2020 წლისთვის სამშენებლო ნაგვის მთა იდგა იმ ადგილას. ანუ, სტრატეგიულ ობიექტს ვიღაცა აზიანებდა 6 წლის განმრავლობაში და 0 რეაქცია? სირცხვილი!!!
თან რაღაც “რიგითი მილი” არაა, მაგისტრალური წყალსადენია. ნეტა სხვა მაგისტრალებზე რა ხდება… სადღაც უეჭველად კორპუსს დააშენებდნენ ზედ.
გააჩერონ ყველა სამუშაო ქვეყანაში და გააკეთონ მილი, სირცხვილია ომის დროს არ შეწყვეტილა წყალი. არ დავინახო ფეხბურთზე სირბილები მერიის სანამ პატარა ბავშვებს და ინსულტიან მოხუცებს 72 საათი წყალი არა აქვთ. ესეთ რამეს მხოლოდ ნაცისტურ გერმანიაში აკეთებდნენ.
პროფესიონალ ინჟენერს ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ იპოვი. ეს ღორ-კომპანიები კიდევ, სსრკ-ს დროინდელი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციით არიან დაკავებულები, თან ეგეც წიხლზე კიდიათ. 200-მეტრიანი მილია გამოსაცვლელი, ბიჯოს! ადრე რუსთავის ფერო აწარმოებდა მილებს, ყოველდღე კილომეტრობით მილები მზადდებოდა, ამიერკავკასიის რეგიონის მოსამარაგებლად. მაგრამ ხომ უნდა მოესპოთ ყველანაირი წარმოება. ქარხნები არ გვინდა, ინჟინრები არ გვინდა, აბა მაშინ ტაში კუკური, ვუყუროთ ფეხბურთს და ვიხითხითოთ! სიბანძე.
რა გრაფიკში ვზივარ ეგ გაგვაგებინეთ. სამსახურიდან მოვდივარ არაა. დილით მივდივარ არააა. დღეღამე უნდა გადავათენო და ველოდოოოო
დენიც რომ გაგვითიშეთ საბურთალოს (ქავთარაძეს) შევარდნაძესთან შეხვედრა გქონდათ?
რაც ახლა ხდება არის დივერსიული აქტი და თქვენი ყველას ადგილი ჯვპ- ის ხელმძღვანელობასთან ერთად არის ციხეში. რატომ მიიყვანეთ აქამდე, რატომ არ იყო ცენტრალური მილსადენი დაცული?
რა ფეხბურთი 3 დღეა წყალი არაა და ერთი კვირაც შეიძლება არ იყოსო. ევროპაზე რა გვინდა, აფრიკის ჩემპიონატს უფრო შევეფერებით. ესეთი კატასტროფის პირობებში მერიას ფეხბურთისთვის ცხელა?
ტელევიზორი კიარა, დუშებში შეგვიშვი რა ძმურად. ნახევარ ქალაქს წყალი არ გვაქ.
ჰუმანიტარული კატასტროფა აბა რა გგონიათ თქვენ? გამოაცხადეთ მობილიზაცია და დაიმარეთ ხალხი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.
რა გზატკეცილი!!!! უწყლობით ვიხრჩვებით!! უსაქმურებო! სამარცხვინოებო!!!!
“ზედმეტი ვერტმფრენი ხომ არ გყავთ ვინმეს?”; “ჯობია საერთოდ გაუქმდეს მერია” – მოქალაქეების კომენტარები
კომენტარები