NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ინიშნება – ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს და ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.
კომენტარები