მადაგასკარის პრეზიდენტმა, ენდრი რაჯოლინამ მის ქვეყანაში დამზადებული ე.წ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ამ მოვლენას სკეპტიკურად შეხვდა, რაც ასე ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული ფაქტი ევროპულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო. „ის ძალიან კარგად მოქმედებს“- განაცხადა რაჯოლენამ და აღნიშნა, რომ ეს სამკურნალო სასმელი მცენარეული პროდუქტია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ “COVID ORGANICS”- ზე არ მომხდა კლინიკური ცდები ჩატარებული , რის გამოც იგი აღნიშნული პროცედურის გარეშე ვერ ჩაითვლება კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებად.
„რა პრობლემაა COVID-ORGANICS-სთან ? იქნებოდა მსგავსი დამოკიდებულება მის მიმართ, ის რომ აფრიკული წარმოშობის არ იყოს? იმაში ხომ არაა პრობლემა , რომ მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა აწარმოებს…მისი თქმით, მადაგასკური „კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო“ სითხე დაავადებას 10 დღეში კურნავს.
მადაგასკარის პრეზიდენტმა პრეპარატი რამდენიმე კვირის წინ წარადგინა და მოწვეული სტუმრების წინაშე დალია. „ის ნამდვილად არჩენს კორონავირუსს“,-განაცხადა რაჟოლინამ.
შეგახსენებთ, რომ აფრიკაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები ძალზე დაბალია-მადაგასკარში კი ინფიცირების 186 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან 101 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 85 საავადმყოფოებში იმყოფება. არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა დაავადებით.
ნიუპოსტი
კომენტარები