უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16 000-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსით დაავადებული ადამიანებს შორის 3000-ზე მეტი მედიკოსი, ხოლო 500-მდე კი მცირეწლოვანი ბავშვი.
მთავრობის გადწყვეტილებით, საკარანტინო შეზღუდვების გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება. უკრაინაში კორონავირუსმა სულ 450-მდე ადამიანი იმსხვერპლა. 3716 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4104 კი ამ დრომდე რჩება საავადმყოფოების ინტენსიური გამოკვლევის პალატებში. 61 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ეპიდემიოლოგისტები დამაიმედებელ პროგნოზებს ამ დრომდე ვერ აკეთებენ. ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე შემთხვევა ინფიცირების ააგრეთვე დაფიქსირდა დონბასის რეგიონში, ფრონტის წინა ხაზზე მდგომ უკრაინელ ჯარისკაცებშიც.
კომენტარები