პირველი ივლისიდან, მომდევნო ექვსი თვით, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწოდებით “გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული”.
თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ამასთან, ევროპარლამენტთან კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებაზე შუამავლობა.
უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.
კომენტარები