უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დღეს პირველად ჩავიდა, პრეზიდენტ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყებაზე დაფიქრება სთხოვა.
ორბანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ტემპს დააჩქარებდა.
“მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს იფიქროს იმაზე, ხომ არ შეიძლება სხვა გზით წავიდეს და ცოტა ხნით მაინც შეწყდეს ცეცხლი და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების ტემპის დაჩქარებას გამოიწვევდა”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
კომენტარები