საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
საქართველოს ხელისუფლება, ოცნება, როგორ ყველაფერი მოშალეთ ამ ქვეყანაში?სუ 25-ის ჩამოვარდნაზე, როდესაც ოფიციალურ განცხადებას აკეთებთ, საფრენი აპარატი კი არ უნდა დაწეროთ (ეგ შეიძლება გარე შემფასებელმა ან ჟურნალისტმა თქვას) არამედ საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავი, მოიერიშე სუ 25, და არა თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატი. წესია ასეთი.მერე სად არის ფბ გვერდზე ოფიციალური განცხადება დეტალებზე? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჟურნალისტებს არ უხსნით, რომ ვერტმფრენი არ ჩამოვარდნილა.მერე, სად არის ოფიციალურ გვერდზე პილოტის ბიოგრაფია და სამძიმარი?კიდე უფრო უარესი, რას ქვია სამხედრო პილოტი დაიღუპა, სად არის წოდება? ნებისმიერ სამხედროს აქვს წოდება და მასზე ოფიციალურ განცხადების დროს აუცილებელია წოდების მითითება (ამ შემთხვევაში, როდესაც ამხელა ტრაგედია მოხდა მითუმეტეს).ოფიციალური განცხადება ვინ მოამზადა, თავდაცვის ძალების ავიაცია და საჰაერო სარდლობა ორი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულია? სარდლობას ცალკე თავისი პილოტები ყავს? პილოტები საავიაციო ქვედანაყოფებში არ მსახურობენ და თანამდებობები არა აქვთ? ძალიან უცნაური განცხადებაა, ძალიან დილეტანტური, ტრაგედიას და მწუხარებას რომ არ ეკადრება ისეთი.გეგმიური ფრენა გასაგები იქნებოდა, მაგრამ სწავლება არაგეგმიური არსებობს? სწავლებას აქვს სახელი და ამ სწავლებაში თუ ავიაციაც მონაწილეობს მნიშვნელოვანი, დიდი სწავლებაა და ასე ჩუმად რატომ მიმდინარეობს?
რას გვეუბნება ოცნება:
1. გამართულ თვითფრინავის კატასტროფა გამოიწვია პილოტის შეცდომამ.
ნუ, ოცნება, რომ გარეწრების კრებულია, ამას აღარავინ დავობს, მაგრამ საინტერესოა ვისთვის კეთდება ასეთი აბსურდული განცხადება, რომელიც კიდე უფრო ამძიმებს ოცნების პასუხისმგებლობას?
დავიწყოთ იქედან, რომ არ არსებობს მანევრი ან ქმედება, რომელიც გამოიწვევს ჰაერში თვითმფრინავის დაზიანებას. უბრალოდ, ძალიანაც რომ მოინდომოს პილოტმა ასეთ ქმედებას ვერ ჩაიდენს.
მეორეც,
რამდენად გარეწარი უნდა იყოს პოლიტიკური გუნდი, რომ კატასტროფის მიზეზების გამოკვლევამდე, მიზეზების დადგენამდე პირდაპირ ხელი დაადოს დაღუპულ სამხედროს. სირცხვილია უბრალოდ. სულ სხვის ზურგს უკან როგორ უნდა იმალებოდეთ. ოცნება თავისი ეჭვებით ხელმეორედ კლავს გმირ პილოტს.
2. ოცნება აცხადებს, რომ თვითმფრინავი გამართული იყო და ყველა სარეგლამენტო სამუშაოები ჩატარებული.
თუ თვითმფრინავი მწყობრში იყო, დღისით, კარგ ამინდში, მოწინააღმდეგის ზემოქმედების გარეშე არ ჩამოვარდებოდა, ანუ ოცნება ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე ამტკიცებს, რომ არ ჩამოვარდნილა.
მოკლედ, როგორც მთელ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი მოშლილია და შესაბამისად არ არსებობს უსაფრთხოების დაცვისა და კონტროლის სისტემა, რამაც გამოიწვია დარღვევები საბრძოლო ფრენების უსაფრთხოების რეჟიმში და მიგვიყვანა კატასტროფამდე. დავკარგეთ გამოცდილი სამხედრო პილოტი და მშვიდობიანობის დროს გვაქვს საბრძოლო დანაკარგები საბრძოლო ავიაციაში.
კომენტარები