თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინას ომის დასასრულებლად “მშვიდობის პლატფორმის” შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა “უფრო დიდ ფართობზე უნდა გავრცელდეს”.
“უნდა შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუშლის პოლარიზაციის გაღრმავებას, ექნება მაღალი ჩართულობა და წარმომადგენლობა და პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებს,” – განაცხადა ფიდანმა.
მანამდე, კვირის დასაწყისში ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, რომ თურქეთი ყოფილიყო ომის დასრულების შუამავალი. რაზეც პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ერდოღანი ვერ იქნება შუამავალი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ სწორედ ის იქნება მომლაპარაკებელი, მოსკოვსაც კი ესტუმრა, თუმცა, თავადაც არ მალავს, რომ საამისოდ არანაირი ბერკეტი, არანაირი მანდატი არ გააჩნია, “არავის წარმოვადგენ, დავდივარ იქ, სადაც ომია, ან ომის საფრთხე”, ამბობს ის, თუმცა, იქვე, რუსეთისთვის, დაპირებებსაც არ იშურებს. დარჩება, თუ არა, ორბანის დაპირებები, ცარიელ დაპირებებად და რეალურად, რა სურს მას კრემლისგან, მალე გამოჩნდება, ისევე როგორც ის, აპირებს თუ არა, ერდოღანი, ჩაანაცვლოს ორბანი, ოღონდ, სწორედაც რომ გარკვეული მანდატით და იმ პირობებით, რომლებიც უკრაინისთვისაა მისაღები და რომელთა შეცვლაზე უკრაინა, ცხადია, უარს ამბობს.
“არავის წარმოვადგენ, მე დავდივარ ადგილებში, სადაც ომია, ან ომის საფრთხე” – ორბანი
კომენტარები