თიბისის მხარდაჭერით, 2024 წლის ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მერვე სერიას 20 ივლისიდან დაიწყებს.
ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასითებელი რითმით და ტემპით გაჯერებული იქნება. ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრისაქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ.
10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედივილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რითმებამდე ამოგზაურებს.
2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისსგაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი დამრაველფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათისახეობის არსებობა.
ფესტივალის გენერალური სპონსორები არიან აშშ-სადა გერმანიის საელჩოები საქართველოში და კოკა კოლა; სპონსორები: ლიონიძის ზვარი და პრემიუმ კრაფტ ლუდი „ტაატი“. მეგობარი კომპანიები: იტარ დიჯიტალი და კაპაროლი.
(R)
კომენტარები