ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– ყველა ვთანხმდებით, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილის გარეშე არაფერი ხდება. როდესაც მთელ ამ მოვლენებზე ვსაუბრობთ, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა გვესმოდეს, თვითონ რა მდგომარეობაშია. ბიძინა ივანიშვილი იყო „ფეესბეს“ ჩვეულებრივი თანამშრომელი. 2021 წლის იანვრიდან, როდესაც წავიდა პოლიტიკიდან, თქვენ ნახეთ, რომ ტაბელური იარაღივით ჩააბარა, მთელი ქონება, მთელი ფონდები „ქართუ ჯგუფს“ გადააბარა და გამოაცხადა, რომ 200 მილიონ დოლარს ვიტოვებ სახარჯო ფულადო. ამავე პერიოდში ჩააბარა სოლოლაკის და სხვა სახლები და მხოლოდ ჭორვილისა და აბასთუმნის სასახლები დაიტოვა. ამ 200 მილიონზე მეტი მას არც ჰქონია, ის 7 მილიარდი, ვითომ მისი რომ იყო, „ფეესბეს“ ფულია. ამით, თავისი გათვლით, დაემშვიდობა რუსეთს. საინტერესოა, რატომ მოიქცა ასე, როდესაც მთელი ცხოვრება თანამშრომლობდა რუსეთთან, „ფეესბესთან“. რუსები აწვებოდნენ, რასაც ახლა აკეთებს, ამას სთხოვდნენ მაშინ, მაგრამ უარი უთხრა რუსეთს. კი, ბატონო, ამერიკის ბაზები არ იქნება საქართველოში, არც ანაკლიის პორტს ააშენებენ ამერიკელები, მაგრამ რასაც მე მთხოვთ, ამას ვერ გავაკეთებ, ეს პოპულარული არ არის ქართულ საზოგადოებაში და გამოიწვევს დიდ საშინელებასო. თუმცა, გავიდა ხანი და უკვე 2024 წლის გაზაფხულზე, ბიძინამ გააკეთა ის, რასაც“ ფეესბე“ თავის დროზე ითხოვდა. იმ პერიოდში (2018-2020) მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გაყვანის და დასავლეთისკენ გადმობირების ოპერაცია. ამას „ივანიშვილის რუსეთისგან გამოძრობის და უვნებელყოფის ოპერაციას“ დავარქმევდი. დასავლეთში ბიძინა არავის სჭირდებოდა, მაგრამ მისი დახსნა „ფეესბეს“ კლანჭებისგან და უვნებელყოფა სჭირდებოდათ საქართველოს მომავლის გამო. მან პირობები დასვა, რის საფასურად ჩაეხსნებოდა რუსეთს და წავიდოდა პოლიტიკიდან. ერთ–ერთი პირობა მე მიკავშირდებოდა. დამირეკეს „როტშილდ ჰაუსიდან“, როტშილდების ცენტრალური ოფისიდან და ამ სიტყვებით მთხოვეს, „დაუკმაყოფილე ამ მანიაკს ეს პირობა, რომ მოშორდეს საქართველოსო“. მე დავუკმაყოფილე ეს პირობა ივანიშვილს და 2021 წლის 11 იანვარს, მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა.
– ვერ გავიგე, რა მოთხოვნა დაუკმაყოფილეთ?
– ეს მომდევნი საუბრის თემა შეიძლება იყოს და ესეც საკითხავია…. ამაზე ლაპარაკისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. აქ არის მომენტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეხება. შესაბამისად, ახლა ვერ გავშლი ამ თემას. ბიძინა როდესაც პოლიტიკიდან წავიდა, 7 მილიარდი სახელად მისი იყო და რეალურად „ფეესბეს“ ფული იყო. მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ როდესაც ამ ფულს უკან გადასცემდა „ფეესბეს“ და გაწყვეტდა მასთან კონტრაქტს, მერე უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია, რის შემდეგაც დაბრუნდებოდა სამჯერ და ოთხჯერ უფრო დიდი ფულით მილიარდერთა სიაში. თან იმედი ჰქონდა, რომ დასავლთს შეაფარებდა თავს, კონკრეტულად კი, ამერიკა დაიცავდა რუსეთისგან. ახლა ნახეთ რა გააკეთა. რუსეთის თავდაცვის ფონდის საბანკო ანგარიში ჰაკერული გზით გატეხეს და იქიდან 3 ტრილიონი ევრო, მთელი თანხა წამოიღეს. ცხადია, ამ საქმეში მარტო ივანიშვილი არ იყო, აქ იყვნენ „ ფეესბეს“ და“ გრუს“ გენერლები. ამ ოპერაციიდან ივანიშვილმა 25 მილიარდი დოლარი მოითხოვა. მაგრამ ეს ფული, საერთაშორისო ფინანსურმა მონიტორინგმა მთლიანად გაჭედა, და შესაბამისად ვერც ბიძინამ მიიღო ის რასაც ელოდებოდა. ამაზე გაბრაზდა. მაგისმა პროპაგანდისტმა, „უცნობის“ გადაცემა „კოდობანში“ დაასახელა კომპანია „ბლექ როკი“, როგორც „მსოფლიო ომის პარტია“ და სავარაუდოდ სწორედ ამ კორპორაციისგან ითხოვს 25 მილიარდ დოლარს ივანიშვილი, მაგრამ არ აძლევენ. ლოგიკურად, დღეს ეს ფული „ბლექ როკში“ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ბიძინას იქ ეგულება. ახლა, უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ივანიშვილმა ეს ფული უნდა ამოიღოს საქართველოდან, რადგან როგორც თვლის – ერგება. საქართველოს მთავარი რესურსი არის გეო–სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო არის ევრაზიის ცენტრალური გეოსტრატეგიული წერტილი, სახმელეთო სუეცის არხი. ჩინეთიდან რომ ჩაიკეტა ჩრდილოეთის (რუსეთის) და სამხრეთის (ირანის) გზა ევროპისაკენ, დარჩა შუა დერეფანი, რაც საქართველოს წარმოაჩენს ევრაზიის ცენტრალურ წერტილად. აქედან გამომდინარე, მსოფლიო მეგა–სტრუქტურების დიდი დაინტერესებაა საქართველოთი. ამაზე თამაშობს ახლა ბიძინა, ამის მუღამი დაიჭირა, დაინახა, რომ უზარმაზარი ფული იტრიალებს საქართველოს გავლით. ახლა ვაჭრობს, 25 მილიარდი დოლარი გადამიხადეთ და წავალო. ივანიშვილი საქართველოს უყურებს როგორც საქონელს, 25 მილირდიანი კაპიტალიზაცია გაუკეთა და ეუბნება, გადამიხადეთ 25 მილიარდი, მე წავალ და თქვენი იყოს საქართველოო. არ უკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, არ აძლევენ ამ ფულს. ახლა რასაც აკეთებს, ამის გამო აკეთებს. ბიძინა არის გაჯიუტებულ, ახირებულ მდგომარეობაში, მძვინვარე ამპარტავნობაში, როდესაც საკუთარ თავს თვლის მსოფლიოს მსხვილ მოთამაშედ. ეს არის მანიაკალური მდგომარეობა, რომელშიც ბევრი ხელისუფლების და ფულის მოყვარე ადამიანი ჩავარდნილა და მათი ბოლოც ცნობილია. ერთ მნიშვნელოვან მომენტსაც უნდა გავუსვა ხაზი, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას. „ფეესბე“-მ ივანიშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 2021 წლის თებერვალში. დღეს ბიძინა ცდილობს „ფეესბეს“ დაანახოს, რომ მასზე სასარგებლო ხელისუფალი არავინ ეყოლებათ საქართველოში. „აგენტების კანონიც“ იმიტომ მიიღო ყველაფრის ფასად, ხალხზე გადავლით. ჩინეთი ივანიშვილს სჭირდება რუსეთისგან მფარველად, რომ რუსეთთისგან დაიცვან, „ფეესებეს“ განაჩენის აღსრულებისაგან დაიცვან. ის თვლის, რომ თუ ჩინეთის ვასალი იქნება, რუსეთი ჩინეთს არ გადაახტება და არ მოკლავენ. ჩინელებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაცემა, შეგვიძლია ვთქვათ, ნაწილობრივ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის საფასურია. მთელ საქართველოს ჩაუგდებს ხელში, ოღონდ რუსეთს გადაურჩეს.
–შესძლებს ივანიშვილი საქართველოში რუსულის მსგავსი რეჟიმის დამყარებას?
–გამორიცხულია, ეს მოახერხოს. რესურსი არ გააჩნია საამისო, არც ადამიანური და არც ფინანსური. მას რომ შეეძლოს, 500 000 სპეცრაზმელი ჰყავდეს, ჩრდილოეთ კორეად აქცევდა საქრთველოს, მაგრამ ვერც მაგდენი სპეცრაზმელი ეყოლება და ვერც ფულს გადაუხდის, რომც ჰყავდეს. სერიოზული სანქციები მზადდება „ქართული ოცნებისთვის“ ამერიკაში, ამას მოჰყვება ევროკავშირის სანქციები და ეს გუნდი, დაეშლება . გარდა ამისა, აშშ გამოაქვეყნებს საქართველოს ხელისუფლებაში „ფეესბეს“ აგენტების სიას, რაც მმართველ ელიტას სრულიად ჩამოხსნის ნიღაბს. ეს სია გამოქვეყნდება მტკიცებულებებით, ვის რა დანაშაული მოუძღვის ქვეყნის წინაშე, ვინ ყიდდა საქართველოს ინტერესებს რუსეთის სპეცსამსახურებზე და მერე ბევრს აქ უკვე აღარ დაედგომება, რუსეთს უნდა შეაფარონ თავი. საქართველოს ექნება გართულებები ყველა მიმართულებით, ეკონომიკა ჩამოშლისკენ დაიძრა, ლარის კურსი გააგრძელებს დაცემას, საზოგადოებაში უკიდურესი დაპირისპირებაა, „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახდინა საკონსტიტუციო გადატრიალება და არალეგიტიმურია. მოკლედ ყველაფერი მზადაა რევოლუციისთვის. ეს რევოლუცია დაწყებულია, და ბოლო ფაზას შეიძლება მიაღწიოს ძალიან მალე, თან ქაოტურად, თვითორგანიზაციით, გამოკვეთილი ლიდერის გარეშე. ივანიშვილის რუსული რეჟიმი დგას „ხარებას“ სპეცრაზმზე და კრიმინალურ ბანდებზე, რომლებსაც „ტიტუშკებად“ იყენებენ, რაც არასაკმარისი ძალაა საქართველოს მოსადრეკად. ივანიშვილმა თავი ბოლომდე გამოიმწყვდია რუსეთის „ფეესბეს“ ხაფანგში, რის შედეგადაც იგი სააკაშვილის ბედს გაიზიარებს უფრო მძიმე ფორმით – რუსებმა ივანიშვილი გამოიყენეს ბოლომდე, ახლა კი სააკაშვილივით ციხეში კი არ გამოკეტავენ, არამედ ეცდებიაბ, მოიშორონ , რადგან რუსეთის ფავორიტი ნინო ბურჯანაძეა. სხვათა შორის, 2022 წლის მარტში, როდესაც რუსეთი უკრაინაში ახალი შეჭრილი იყო, იქ იანიკოვიჩის დაბრუნებას აპირებდნენ, საქართველოში კი ნინო ბურჯანაძე უნდა დაესვათ. თუმცა, ეს გეგმა ჩაიშალა.
–თქვენ ვარაუდობთ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას უსისხლოდ არ დათმობს და საქმე სამოქალაქო ომამდე მივა?
–მე ვპროგნოზირებ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, დიდი სამოქალაქო შეხლა–შემოხლა იქნება. პრეზიდენტი, რომელიც ერთადერთი ცენტრალური დალეგიტიმური ფიფურაა, ასეთად დარჩება 27 ოქტომბრის დილასაც. ახლა ესენი არჩეულები არიან, 5 თვე დარჩათ, თუმცა ლეგიტიმაცია არ აქვთ, რადგან საკონსტიტუციო გადატრიალება მოახდინეს. თუმცა, ფორმალურად მაინც პარლამენტი ჰქვია. 26 ოქტომბერს კი მათ ვადა გაუვათ და მერე რჩება მხოლოდ პრეზიდენტი ლეგიტიმური, ვიდრე არ დამტკიცდება ახალი პარლამენტი და მერე მინისტრთა კაბინეტი. „ქართული ოცნება“ თავს გამოაცხადებს გამარჯვებულად, შეეცდებიან პარლამენტის შეკრებას და ახალი მთავრობის დამტკიცებას. პარალელურად, პრეზიდენტი დანიშნავს ტექნიკურ მთავრობას და იქნება ორხელისუფლიანობა. მერე ხალხი ქუჩებში გამოვა, მთელი ამბავი ატყდება და ბიძინა აქ უკვე ეცდება, ჯარი ჩართოს საქმეში. ეს იქნება მისი ფატალური შეცდომა, ჯარი გადმოვა ხალხის მხარეზე. აი, მაშინ უკვე გაიქცევა საქართველოდან. ეს ჩემი ვარაუდია, ყველაზე უარესი სცენარი, რაც კი წარმომიდგენია და კარგი იქნება, თუ ეს არ მოხდება. როდესაც სისხლისღვრას ვგულისხმობ, ლოკალურ დაპირისპირებას ვგულისხობ, და არა დიდ სამოქალაქო ომს. თუმცა, მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. შესაძლოა, უკრაინამ რუსები განდევნონ ყირიმიდან და რუსეთში დაიწყოს მთელი ამბავი. ამის მერე, ამათ მთელი ეს ბალანსი ჩამოეშლებათ, რაც ახლა აქვთ. ამის მერე ბიძინას გაქცევის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება. აქ დარჩენილი მისი ბლეყვერა ბიჭები ვერაფერს გააკეთებენ, ხელისუფლებას ერთი დღით ვერ შეინარჩუნებენ. ბიძინას აქ არეულობა არ აწყობს, რადგან „ფესებეს“ ისედაც გადასმული აქვს მასზე ხაზი და თუ დავალება ვერ შეასრულა, მოიშორებენ. ისიბრძვის საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ამის გარანტია არის ხელისუფლებაში დარჩენა, დაკარგავს ხელისუფლებას და დაკარგავს სიცოცხლეს. ამიტომ მეშინია, რომ ყველაფერზე წავა გაყალბებული არჩევნების შედეგების შესანარჩუნებლად. თუ დარჩება ხელისუფლებაში, მერე იმ 25 მილიარდის ამოღებასაც დაიწყებს საქართველოს ხარჯზე.
კომენტარები