საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:
„ყველაფერი იმუშავებს ისე, როგორც მუშაობს. მე ნამდვილად ვერავინ ამომშლის საქართველოს ისტორიიდან და უამრავი ქართველის გულიდან.
ბევრი ახალი სახე მოდის პოლიტიკაში, ასობით ახალგაზრდა იყო ჩამოსული ბოლო ერთ წელიწადში ჩემს სახლში. მათი ჟრიამული ისმოდა და საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. დარწმუნებული ვარ, რომ წელს ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, იმაზე უკეთესად, ვიდრე წარმომედგინა“
კომენტარები