იტალიაში მცხოვრები ნათათო გიორგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დამტკიცდა SANATORIA და წესები ასეთია;
?საბუთების შეტანა იწყება 1 ივნისიდან 15 ივლისამდე.
?საბუთი არის 6 თვიანი და გრძელდება მხოლოდ სამსახურის კონტრაქტის საფუძველზე.
?მათთვის,რომლებსაც აქვთ PROTEZIONE INTERNAZIONALE (ლტოლვილის საბუთი),ოფიციალური გადასახადია 160 €,ხოლო მათ,ვისაც არანაირი საბუთი არ გააჩნიათ,ოფიციალურად იხდიან 400€-ს.
?ლტოლვილის საბუთის მქონე პირს,სანატორიის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა,თუ მას აღნიშნული საბუთი გაკეთებული აქვს 2019 წლის ოქტომბრამდე.
?სამსახურის არმქონე პირს შეუძლია განაცხადის შეტანა,მაგრამ ვალდებულია 6 თვის განმავლობაში მისი მოთხოვნა გაამყაროს სამსახურის კონტრაქტით!
? სულ 600 ათასი ემიგრანტია იტალიაში ოფიციალური მონაცემებით და მხოლოდ 500 ათასი დაკმაყოფილდება!
წარმატებებს გისურვებთ ყველა ემიგრანტს!”
“ალია” – შეგახსენებთ, არაერთი ემიგრანტი გვიყვებოდა ბოლო თვეების მანძილზე, რომ იტალიის მთავრობაც და იტალიელი მოქალაქეებიც პირობას დებდნენ, რომ ემიგრანტებს, რომლებმაც ეს პერიოდი მათთან გაატარა – დაეხმარებოდა საბუთების მიღებაში და წესები გამარტივდებოდა. როგორც ჩანს, ეს პროცესი მართლაც დაიწყო, თან საოცრად სწრაფად.
კომენტარები