,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,პრეტენზიები ვისაც გაქვთ ჩემთან, რომ ოლიგარქიას და პიროვნების კულტზე დაფუძნებულ სისტემას რუსულად ვთვლი და სანიტარულ კორდონს ვაგებ, რომ მაგ ნარწყევში ვერ ამზილონ, ცივი წყალი დალიეთ და თავები თავად დაიბლოკეთ (არადა მე ვიზამ, მარტივად).
მე ოლიგარქიის დამარცხება და ევროპული რესპუბლიკის დაფუძნება მინდა და არა რომელიმე ლუზერი ოლიგარქის წეწვა მარცხიდან მარცხამდე.
ამისთვის ვქმნით ანტიოლიგარქიულ
სივრცეს (კიდევ უფრო მკაფიო გახდება ჩვენი დაპირისპირება ყველა ჯურის ოლიგარქიასთან კამპანიაში) რომ ანტიოლიგარქიული ხმები არ გაიფლანგოს და კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი არ ვიწვნიოთ.
(იცით როგორი ქოცურია კეზერაშვილ/სააკაშვილის სისტემა? ვინც არ იცით, განახებთ კამპანიაში რომ სინამდვილეში ალიექსპრესის ქოცები არიან და თუ ჩვენ არ გაგვაძლიერეთ, ქოცთა კარიკატურები რეჟიმთან აუცილებლად დამარცხდებიან)
გახსოვდეთ არაჟნის კონტეინერი (კამპანიაში გაგახსენებთ მათ ყალბ ბღავილს მიშას სიკვდილის ამაზრზენ სიმულაციაზე და ხალხის ლანძღვას, რომ სიყალბეს არ იჯერებდნენ) – ამ ეროვნული სირცხვილის შემოქმედებს და მათ მარიონეტებს ვინც ენდობით, საკუთარი შვილებისთვისაც არ ხართ უსაფრთხო, არათუ ეროვნული ინტერესებისთვის და სანამ გონიერი ხალხი არ გაჯობებთ, უდაბნოში ვიხეტიალებთ 🙂”
კომენტარები