ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერი კომიტეტისთვის ყოველთვიურად 45 მილიონი დოლარის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მასკი თანხებს პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს, რომლის სხვა დონორები არიან Palantir Technologies, მეწარმე ტყუპი ძმები ტაილერი და კამერონ ვინკლევოსები, აშშ-ის ყოფილი ელჩი კანადაში კელი კრაფტი და მისი მეუღლე ჯო კრაფტი, რომელიც ხელმძღვანელობს Alliance Resource Partners-ს.
კომიტეტის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისი საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ტრამპის ამომრჩევლების წახალისებას, დარეგისტრირდნენ და დაარწმუნოს ისინი ადრე ხმის მიცემაში ეგრეთ წოდებულ საკვანძო შტატებში – ანუ ისეთ შტატებში, სადაც კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს არჩევნების შედეგი.
შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტი არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დონორებს, რომლებიც ფულს დებენ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში. ასეთი კომიტეტებისთვის შემოწირულობების ოდენობა შეზღუდული არაა.
ორშაბათს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სამთვიან პერიოდში რომელიც 30 ივნისს დამთავრდა America PAC-მა მიიღო $8.75 მილიონი შემოწირულობა. დონორებს შორის არიან მასკთან ასოცირებული პირებიც.
კომენტარები