რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო და რობერტა მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა.
,,ვფიქრობ, რომ ევროპა ყოველთვის ღირდა ბრძოლად, ის სრულყოფილი არასდროს ყოფილა მაგრამ ჩვენ ევროპარლამენტს, ამ დარბაზს ვუყურებდით, როგორც სტანდარტების სიმბოლოს. ეს არის კანონის უზენაესობის, თანასწორობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტია. მან მოგვცა შანსი, რომ ვიფიქროთ ისეთ მომავალზე სადაც ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული არ არის, სწორედ ამას ნიშნავს ევროპა ჩემთვის და მილიონობით ადამიანისთვის. სიყვარული ჩვენი პროექტის მიმართ არ განელებულა და მინდა რომ მონაწილეობა მივიღო მის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა მეცოლამ
კომენტარები