სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი:
,,ივანიშვილი გვეუბნება, რომ ოქტომბერში ვირჩევთ ომსა და მშვიდობას შორის
ოპოზიცია გვეუბნება, რომ ოქტომბერში ვირჩევთ ევროპასა და რუსეთს შორის
სხვა თანაბარ პირობებში, მოქალაქეების უმრავლესობა მშბიდობას და ევროკავშირს შორის აირჩევს მშვიდობას
ამიტომ ოპოზიციის კამპანიის გამოკვეთილი ფოკუსი უნდა იყოს მოქალაქეების ინფორმირება, რომ მშვიდობა ევროპაშია.
ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად ხალხმა უნდა იცოდეს შემდეგი ფაქტები:
1 ევროკავშირი ევროპაში მშვიდობისთვის შეიქმნა და იქ არც შიდა ომი ყოფილა, არც თავდასხმა გაუბედავს ვინმეს
2 რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის მერე სულ ვიღაცას ეომება და ამ ომში მეტწილად არა რუსები, არამედ მასში შემავალი სხვა ეთნიკური ჯგუფები იხოცებიან
3 მშვიდობა ვერ ნახეს ვერც რუსეთის სატელიტებმა – სომხეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში ან ომები ან მასობრივი არეულობები იყო დიდი მსხვერპლით.
4 რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლის გადასახადი ომია, რომელიც საქართველომ უკვე გადაიხადა, უკრაინა ახლა იხდის, უკან მიტმასვნით კი მეორედ იქნება გადასახდელი
ანუ არჩევანი დგას არა მშვიდობასა და ევროკავშირს შორის, არამედ ევროკავშირში მშვიდობასა და რუსეთში ომს შორის
ოპოზიცია გადამწყვეტ გამარჯვებას მაშინ მიაღწევს თუ მოახერხებს მოქალაქეების ინფორმირების მეშვეობით ომის შიშის კამპანია ხელისუფლებას ხელებში აუფეთქოს”
კომენტარები