მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში წერილებს, მორიგ პოსტს აქვეყნებს:
,,ზოგიერთი ისე “შორს” წავიდა, რომ საელჩოში აპირებენ წერილის გაგზავნას, რუსეთუმე დინა მირცხულავას დასადეპორტებლად ???
ნეტამც, მიწერონ რამე, იქნებ უფრო დააჩქარონ ჩემი მოქალაქეობის საკითხი ❣️
საფრანგეთში ვისაც გაუვლია, უბრალოდ ტურისტულად რომ იყო ჩამოსული, იმანაც კი პოსტი მომიძღვნა ?
ეძებენ კლინიკას,სადაც ვმუშაობ, ამ დროს არსად არ ვმუშაობ.
ერთმა ისიც კი დაწერა, ორი ღერი ფრანგულით რამდენს ბედავსო ??
მეორემ, სახეზე ეტყობა რა ქოცის გამომეტყველებაც აქვსო.
მესამემ, ეგ ვოფშემ სად იყო, მე რომ პრესტიჟული კლინიკებიდან ძუძუებით სალფეთქები და ტუალეტის ქაღალდები გამომქონდაო ???
მეოთხემ – მე ქალაქის ცნობილი ფისიქატრის უბორნიას ვალაგებ და ეგეთი არაფერი უთქვამსო ??
მოკლედ, ადამიანების მადლი მოვისხი.
ანუ პირველად გაიგეს, რომ 16 დან 25 წლამდე ასაკში არიან სრულწლოვანი ბავშვებიც, რომ ჰორმონალური მკურნალობა აზიანებს ფსიქიკას, რომ სქესის გადაკეთების პროცესი არ გულისხმობს მხოლოდ ოპერაციას და ა.შ.
გადაცემები ეძღვნება ამ თემებს, იწერება სტატიები სამედიცინო ჟურნალ – გაზეთებში.
მიდის მსჯელობა, დისკუსია, მაგრამ…..
– რას ბოდავ ??? – ვიღაცა დამჩხაოდა – საფრანგეთი ტრადიციების და ოჯახის სიწმინდის დამცველი ქვეყანაა !
და მე რა დავწერე, აბა ?! ?
მე რამე სხვა მეწერა პოსტში, გარდა იმისა, რომ ფსიქიატრები წუხილს გამოთქვამენ და გამოსავალზე ფიქრობენ.
ბოლოჯერ ვწერ ამ თემაზე და არასოდეს აღარ შევეხები, უბრალოდ მართლა მაინტერესებს, აი სად და როგორ აღიზარდეთ ამ ევროპაში ეგრე უგზო – უკვლოდ, რომ ადამიანს დასცინით აქცენტზე, ფიზიკურობაზე, სანიტრობაზე…
რომელმა ევროპულმა სკოლამ მოგცათ ეგ განათლება?!
აბსოლუტურად ყველა სქრინი შენახული მაქვს და ძალიან მინდა, ვინმემ სადმე დამიბაროს და რაიმე განმარტება მომთხოვოს.
რაც შეეხება ჩემს ქოცობას, ამაზე სერიოზულად როგორ უნდა გიპასუხოთ, არც კი ვიცი.
ეს ევროპაში გაზრდილი და “ინტეგრირებული”ადამიანები, გაიძულებენ რომ რომელიღაც მხარე იყო, მათთვის სამყაროში მხოლოდ ორი ფერის ძროხა არსებობს : თეთრი და შავი !
და ამ დროს ხომ არსებობს ჭრელი ძროხაც…(?!)
და ჩემი რუსეთუმეობა, ხომ საერთოდ სასაცილოც აღარაა….
ბედნიერი დღე ყველას ❣️”
კომენტარები