“ლელო”, ანა დოლიძის პარტია “ხალხისთვის” და ლევან ცუცქირიძის მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
“ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის წყალგამყოფი – “ან ვიქნებით ჭაობში ან ვიქნებით ოკუპანტის უღელის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში” – ამბობს ის.
ახალი გაერთიანება საარჩევნო ნომრად 9 ნომერს ირჩევს.
ეს უკვე მესამე ოპოზიციური გაერთიანებაა. მანამდე 4 ნომრის ქვეშ გაერთიანდნენ პარტიები “ახალი”, “დროა” და “გირჩი-მეტი თავისუფლება”, ხოლო 5 ნომრით მიიღებენ მონაწილეობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”
ფოტო – ინტერპრესნიუსი
კომენტარები