თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,დე, უკვე 4წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა, რომ ვერ დაგიცვა. არცერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული. ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი წელი სჭირდება სამართლიანობის აღდგენას? ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვე-ყანა? მინდა მჯეროდეს რომ სამართალი იზეიმებს და კარმა რეალურია”.
კომენტარები