პარლამენტარი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმაურება:
,,მე მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე დადო ფსონი და ამიტომ შემოვიდა პოლიტიკაში, რომ ბოლომდე არავის არ ენდობოდა ამ მნიშვნელოვან დროსაც, შესაბამისად, ვის რა ფუნქციები აქვს მოედანზე, ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოედანზე ხალხი დარბის. მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი საკუთარ თავზე დებს ფსონს და დანარჩენები მოედანზე შედიან და გამოდიან მისი გემოვნების შესაბამისად”
კომენტარები