„ნაციონალურმა მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის გეგმა წარადგინა.
ენმ-ს გეგმა კი ასეთია: 500 ლარი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, 1000 ლარი 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს.
მელიამ მოთხოვნის გაჟღერებამდე უკიდურს გაჭირცებაში მყოფი ადამიანების ვიდეორგოლი წარადგინა, სადაც ისინი უმძიმეს ვითარებაზე საუბრიბენ და შველას ითხოვენ.
გამოკითხულთა დიდ ნაწილს სოციალური დახმარება შეწყვეტილი აქვს.
” ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან ერთად, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გაკეთებული, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს 500 ლარი” – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები