,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,
არანაირი ლოგიკით ქართულ ქალთა ფეხბურთს პულსი არ უნდა ესინჯებოდეს… არც ინფრასტრუქტურა, არც სათანადო სამედიცინო მომსახურეობა, არც მხარდაჭერა და აღიარება!
მიუხედვად ყველაფრისა, ქართველი ქალი ფეხბურთელები მაინც ახერხებენ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან გასვლას.
ყველაფერი ამ გოგოების თავგანწირვაზე დგას – მათ უყვართ ფეხბურთი, ბედნიერნი არიან მოედანზე გასვლის დროს და როგორი განსაცდელიც არ უნდა დაატყდეთ თავს მაინც დაარტყამენ ბურთს მეტოქის კარის მიმართულებით! სხვანაირად არ შეუძლიათ!
სადამდეც შემიძლია, იქამდე თავს ვუხრი ამ შესანიშნავ, ნამდვილ მებრძოლებს, რომლებიც მხოლოდ სპორტის ისტორიას კი არ წერენ, არამედ ჩვენი საზოგადოების პროგრესს უწყობენ ხელს.
გმადლობთ!”
კომენტარები